სხვადასხვა

 2018/11/10 13:08

სხვადასხვა
ძვირი შენაძენები, რომელთაც მცირე სათამაშო დრო აქვთ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გუნდებმა გასაძლიერებლად დიდი თანხები დახარჯეს, თუმცა, ზოგი მართგანი ძვირადღირებულ მოთამაშეებს იშვიათად ათამაშებს. 

წარმოგიდგენთ 10 მოთამაშეს, რომელთაც მცირე სათამაშო დრო აქვთ:

1. ვინიციუს ჟუნიორი 

ახალგაზრდა ბრაზილიელი მადრიდულ გრანდს ფლამენგოდან შეუერთდა, მაგრამ ძირითადი გუნდის რიგებში, მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა.

2. მალკომი

მორიგი ნიჭიერის ტრანსფერი ესპანეთში. ბარსელონამ 21 წლის შემტევი ბორდოდან დაიმატა. მან წინასასეზონო შეხვედრებში საკმაოდ ითამაშა და გოლებიც გაიტანა, თუმცა, ესპანეთში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

3. ფაბინიო

მორიგი ბრაზილიელი ჩვენს სიაში. 24 წლის ფეხბურთელი ლივერპულმა მონაკოდან შეიძინა. ფაბინიომ ერთხელ კარაბაო თასზე, ორჯერ კი, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. 

4. მატია კალდარა

იტალიურ კლუბებში მოგზაურობის შემდეგ, 24 წლის ფეხბურთელი მილანმა დაიმატა და მხოლოდ ევროპის ლიგაზე ათამაშა.

5. ფაბიან რუისი

22 წლის ესპანელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან კარიერა ბეტისში დაიწყო, ელჩეში განათხოვრების შემდეგ, ბინა იტალიაში, კერძოდ, ნაპოლიში დაიდო. მან, ჯამში, 4 შეხვედრა ჩაატარა, ორი სერია ა-ში, ორი კი, ჩემპიონთა ლიგაზე.

6. ბერნდ ლენო

გერმანიის ნაკრების წევრი არსენალმა ლევერკუზენიდან დაიმატა, მაგრამ 26 წლის მეკარეს ჩეხის ამოგდება გაუჭირდა. მას მხოლოდ ევროპის ლიგაზე ათამაშებდნენ, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ჩეხის ტრავმის გამო, პრემიერ ლიგაშიც ამდენივე მატჩი ჩაატარა.

7. სამუ კასტილეხო

სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, კასტილეხოს უფრო მეტი სათამაშო დრო ეთმობა. ესპანელმა მილანის რიგებში, სერია ა-ში, 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ევროპა ლიგაზე კი, ორი მატჩი გამართა.

8. მარიანო

მადრიდელთა მორიგი შენაძენი, რომელიც ლიონიდან დაიბრუნეს. მას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამიდან უწევს ჩართვა და ლა ლიგაში 3 შეხვედრა დაუგროვდა. ჩემპიონთა ლიგაზე ორივე შეხვედრა ითამაშა და ერთი ულამაზესი გოლიც გაიტანა.

9. ჩაგლარ შოიუნჩუ

22 წლის თურქი მცველი ლესტერმა ფრაიბურგიდან დაიმატა და მას მხოლოდ მეორე გუნდში უწევს თამაში.

10. ქუინსი პრომსი

ახალგაზრდა ჰოლანდიელი სევილიაში გადავიდა და ესპანურ გუნდში სათადარიგოდან უწევს შესვლა. თუმცა, ამის მიუხედავად, ბევრი შეხვედრა ჩაატარა. ლა ლიგაში მოედანზე 6-ჯერ შევიდა, ევროპა ლიგაზე კი, 2-დან ერთი შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და მთლიანი შეხვედრა ჩაატარა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები