ევროტურნირები

 2018/08/11 19:57

ევროტურნირები
უეფამ VAR-ის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

VAR-ის მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვადასხვა წამყვან ტურნირებში დანერგვის შემდეგ, ბევრი გააოცა იმ ფაქტმა, რომ ეს ტექნოლოგია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ დანერგილა.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უეფას მმართველ ორგანოს VAR-ის გამოყენება 2019 წელს სურს.

ისეთი პენალტი, როგორიც რაჰიმ სტერლინგის მონაწილეობით, შახტარის წინააღმდეგ დაიდო, უეფას მსგავსი გადაწყვეტილებისკენ კიდევ უფრო უბიძგა. აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ, თავად ინგლისელმა აღიარა, რომ მასზე ჯარიმა არ ყოფილა. 

უეფა მაქსიმალურად ცდილობს, რომ მსაჯებს VAR-ის გამოყენება ასწავლოს, რომელიც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში დაინერგოს.

საბოლოო გადაწყვეტილება ორგანიზაციის მორიგ შეკრებაზე, დეკემბერში მიიღება. დიდია იმის ალბათობა, რომ მათ ეს ტექნოლოგია საბოლოოდ დანერგონ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები