სუმო

 2018/23/11 12:57

სუმო
ტოჩინოშინს კაჩი-კოშისთვის კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინს  მიმდინარე ბაშოზე, მიზნის შესრულებასთან ერთი გამარჯვება აშორებს. კიუშუ ბაშოს მეცამეტე დღეს, ქართველი ოძეკი აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირას, ტაკანოივას დაუპირისპირდა და კოშიკუდაგეს ილეთით დაამარცხა. მონღოლს მძლავრი ტაჩიაი ჰქონდა და ლევანს ორმხრივი მავაშიც აუღო, მაგრამ ტოჩინოშინმა მოახერხა მეტოქის შეტევის მოგერიება და საბოლოოდ, დაამარცხა კიდეც. 

ამ გამარჯვებით, ქართველ გოლიათს  კიუშუ ბაშოზე ბალანსი 7:6 გაუხდა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) დასაფიქსირებლად, დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან, ერთის მოგება სჭირდება.  ხვალ ლევანის მეტოქე იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, რომელმაც დღეს ჩიოტარიუსთან მეშვიდე მარცხი იგემა და მაკეკოშის საფრთხის წინაშეა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები