სუმო

 2018/24/11 12:57

სუმო
ტოჩინოშინმა კაჩი-კოში გაიფორმა და კიდევ,მინიმუმ, ორ ბაშოს ოძეკის რანგში გამართავს [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინი კიდევ, მინიმუმ, ორ ბაშოზე ოძეკის რანგში იასპარეზებს.  2018 წლის ბოლო სუპერ ტურნირის, კიუშუ ბაშოს, მეთოთხმეტე დღეს ტოჩინოშინი იაპონელ სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა და მაკეკოში (უარყოფითი ბალანსი) გაუფორმა.  ქართველ გოლიათს მძლავრი ტაჩიაი ჰქონდა. კარგად აიღო ჰიდარი უვატე და იორიკის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან. 

ამ გამარჯვებით ლევანმა ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაიფორმა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) და გადაურჩა კადობანში ჩადგომას. მიტაკეუმმა კი, სეკივაკეს წოდება დაკარგა და 2019 წლის იანვრის ჰაცუ ბაშოს უფრო დაბალი კომუსუბის რანგში შეხვდება. 

აღსანიშნავია, ისიც რომ 2018 წელს, 6-ვე ბაშოზე, ტოჩინოშინმა მოქმედ რიკიშებს შორის, ყველაზე მეტი 59 ორთაბრძოლა მოიგო. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები