ნაკრებები

 2018/11/10 20:57

ნაკრებები
TIME: მბაპე ფეხბურთის მომავალია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

TIME-ის გარეკანზე შემდეგი წარწერაა – მბაპე ფეხბურთის მომავალია.

ფრანგი ჟურნალების ყდებზე 2017 წლის სექტემბერშიც მოხვდა, როდესაც 180 მილიონ ევროდ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. შეთანხმების მიხედვით, ახალგაზრდა ფორვარდი თვეში, ხელფასის სახით, 1.5 მილიონ ევროს მიიღებდა.

19 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ყველა გააოცა და გატანილი გოლებით პელეს რეკორდები გაიმეორა.

მბაპემ პირველი გოლი პერუსთან გაიტანა, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი მოთამაშე გახდა, ვინც მუნდიალზე გამოიჩინა თავი.

მან არგენტინასთან შესანიშნავად ითამაშა, პენალტის გამომუშავებასთან ერთად, დუბლიც გაიფორმა. 

პელეს შემდეგ, მბაპე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც დუბლი შეასრულა.

ასევე, პელეს შემდეგ, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ფინალში გაიტანა. საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა, მეოთხე გოლი კი, მბაპემ გაიტანა.

ჯამში, 4 გოლის გატანის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მიიღო.

ამ ყველაფრის შემდეგ, პელემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

თუ მბაპე ჩემი რეკორდების გამეორებას გააგრძელებს, ბუცების გაწმენდა მომიწევს.

გეტყვით, რომ 20 დეკემბერს კილიანი 20 წლის ხდება და ზრდასრულობაში გადააბიჯებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები