ესპანეთი

 2018/12/10 03:37

ესპანეთი
ტიაგო ალკანტარა რეალშო არ გადავა
ავტორი
გოგა წურწუმია

 

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა, რომელიც ბარსელონას აკადემიის აღზრდილი გახლავთ, მადრიდის რეალის ინტერესზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

– მე ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდი ყველა გუნდს, მიუხედავად მათ შორის არსებული დაპირისპირებისა. მაგრამ აუცილებელია, პატივისცემა გამოიჩინო კლუბის მიმართ, რომელმაც აღგზარდა, რათა შესაძლო კონფლიქტი თავიდან აიცილო,  ციტირებს ალკანტარას სიტყვებს AS-ი.

შეგახსენებთ, ტიაგოს ყიდვა სამეფო კლუბს გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელმა „ლოს ბლანკოსი“ იუარა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები