ესპანეთი

 2018/11/10 22:52

ესპანეთი
ტევესმა ელ კლასიკოსა და გოლფს შორის არჩევანი გააკეთა
ავტორი
ლუკა ბერიძე

ბოკა ხუნიორსის ვეტერანმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევეზმა, რომელიც კარიერის ბოლო წლებს სამშობლოში ატარებს, მედიასთან საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ტევეზის თქმით, ის უპირატესობას გოლფს ანიჭებს:

– თუ ერთმანეთის წინააღმდეგ რეალი და ბარსელონა თამაშობენ, სხვა არხზე კი, გოლფის ტურნირია, დაუფიქრებლად უკანასკნელ მათგანს ავირჩევ. არ მიყვარს ფეხბურთის ტელევიზორში ყურება. არასდროს ვყოფილვარ ფეხბურთის ფანი, არასდროს მომწონდა ის, უბრალოდ მისი თამაში მიყვარს, – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები