ჩოგბურთი

 2018/06/11 00:41

ჩოგბურთი
შემაჯამებელ ტურნირზე ვაჟები ჯგუფებში დაწყვილდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მოგეხსენებათ, სულ მალე ჩოგბურთში ვაჟთა შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საუკეთესო 8 მოთამაშე მიიღებს.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რაფაელ ნადალი და მეოთხე ნომერი, ხუან-მარტინ დელ პოტრო ვერ იქნებიან.

მათ გარეშე რვავე ჩოგბურთელის სია შემდეგნაირია: ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ალექსანდრ ზვერევი, კევინ ანდერსონი, მარინ ჩილიჩი, დომინიკ ტიმი, კეი ნიშიკორი და ჯონ ისნერი. 

ლეიტონ ჰიუიტის ჯგუფში ფედერერი, ტიმი, ანდერსონი და ნიშიკორი იქნებიან.

ხოლო გუსტავო კუერტენისაში ჯოკოვიჩი, ზვერევი, ჩილიჩი და ისნერი. 

შემაჯამებელი ტურნირი 11 ნოემბერს დაიწყება და ფინალი 18-ში გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები