ეროვნული ნაკრებები

 2018/04/12 01:02

ეროვნული ნაკრებები
საქართველოს შანსები უფრო შემცირდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. ჩვენი ბიჭები არა მარტო საკუთარ თავზე, სერბებზეც იყვნენ დამოკიდებულები.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან 2 მოგება და 4 მარცხი გადმოგვყვა, სერბებს – 4 მოგება, 2 მარცხი. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ბევრი შეხვედრა უნდა მოგვეგო, სერბებს კი, პირიქით. ჩატარებულ 4 თამაშში 3 მოვიგეთ, ხოლო საბერძნეთთან დრამატულად დავმარცხდით.

დღევანდელ შეხვედრამდე, სერბებს 2 მარცხი და 1 მოგება ჰქონდათ. ჩვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი მათი ბერძნებთან მარცხი იყო, მაგრამ შესუსტებული მეტოქე სერბებმა საკუთარ კედლებში მარტივად დაამარცხეს – 84:61. 

10 ტურის შემდეგ, მათ 16 ქულა აქვთ, ჩვენს ნაკრებს – 15. წინ ორი ტურია და ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან შემცირდა.

საუკეთესო სამ ნაკრებს შორის იმ შემთხვევაში მოვხვდებით, თუ სერბები ესტონეთთან და ისრაელთან დამარცხდებიან, ხოლო ჩვენ ესტონეთსა და საბერძნეთს უნდა ვძლიოთ. 

ესტონეთი ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდია, მათ მეორე ეტაპზე მოგება არ აქვთ. შესაბამისად, ძალიან რთული საფიქრალია, რომ მათ პირველი გამარჯვება სერბებთან მოიპოვონ. 

მე-11 ტურის მატჩები თებერვალში გაიმართება. 21 რიცხვში, 20:00 საათზე საბერძნეთს ვესტუმრებით, სერბეთი კი, ესტონეთს შეხვდება და შეეცდება, საგზური ოფიციალურად მოიპოვოს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები