ფუტსალი

 2018/24/09 23:07

ფუტსალი
საქართველომ გერმანია დაამარცხა
ავტორი
გოგა წურწუმია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჰამბურგში გერმანიის ნაკრებს 4:2 მოუგო. შეხვედრაში ანგარიში რონინიომ გახსნა. მასპინძელთა კარში თითო გოლი აგრეთვე კურტანიძის, სიმი საიოტისა და თოდუას ანგარიშზეა.

საქართველოსა და გერმანიის ფუტსალის ნაკრებთა მეორე შეხვედრა ჰამბურგში ხვალ გაიმართება. გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ჩვენი გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

ძირითადი შემადგენლობა: კუპატაძე, სებისკვერაძე, სიმი, რონინიო, ნიშნიანიძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი, ფუმასა მთავარი

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

 

GFF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები