ლეგიონერები

 2018/06/12 21:10

ლეგიონერები
რომას ინტერესს გენტმა უპასუხა: რა ბედი ელის გიორგი ჩაკვეტაძეს?
ავტორი
გოგა წურწუმია

Laroma24.it-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი რომა ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვას აპირებს. წყაროს ცნობით, „ჯალოროსის“ სპორტული დირექტორი ბელგიაში იმყოფება და 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის თამაშებს ესწრება. 

იტალიური მედია იუწყება, რომ მონჩის სატრანსფერო სია დიდია, მაგრამ გიორგის ყიდვა ყველაზე რეალურია. ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, გენტმა „გლადიატორებს“ პასუხი გასცა. 

– გიორგი ჩაკვეტაძე არ იყიდება  განუცხადა Teleradiostereo-ს კლუბის მენეჯერმა, მიშელ ლუვეჟმა. 

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძის გადაბირება რეალს, ბარსელონას, დორტმუნდს, ლაციოსა და ბაიერნს სურთ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები