ლეგიონერები

 2018/29/11 15:15

ლეგიონერები
ქართველი მორაგბე რუსეთში გამოარჩიეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი მორაგბე, მიხეილ გაჩეჩილაძე, რუსეთის საკლუბო რაგბის უმაღლესი დივიზიონის კლუბ კრასნოიარსკის ენისეის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მთელი სეზონის განმავლობაში, ქართველი გამორჩეული იყო და ძალიან ხშირად ლიდერობდა ზუსტად შესრულებული ბოჭვების რაოდენობით. 

 – ის იყო ჩემპიონატის საუკეთესო მბოჭავი და ხშირ შემთხვევაში, ლიდერი ბოჭვების რაოდენობით. მისი ძლიერი მხარე იყო კონტაქტის დროს მანძილის მოგებაც. ზოგადად, სტაბილურად ძალიან ძლიერი მორაგბეა და დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის გაჩემპიონებაში, – რუსული სპორტული მედია. 

შეგახსენებთ, რომ წელს ენისეი, ზედიზედ, მესამედ გახდა რუსეთის ჩემპიონი, რომლის რიგებშიც მიხეილ გაჩეჩილაძის გარდა, კიდევ ორი ქართველი – დავით კაჭარავა და შალვა მამუკაშვილი ირჯებიან. 

მიხეილ გაჩეჩილაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, 8 მატჩი აქვს ჩატარებილი და 2 ლელო აქვს დადებული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები