სხვადასხვა

 2018/29/11 20:17

სხვადასხვა
ქართულ ჭიდაობას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართულ ჭიდაობას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება იუნესკომ დღეს მიიღო.  ქართული ჭიდაობა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტრადიციად  არის ქცეული და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას უწყობს ხელს. 

ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ყოველწლიურად, შემოდგომით იმართება. ის ღია ცის ქვეშ, ტრადიციული საკრავების, ზურნისა და დოლის თანხლებით მიმდინარეობს. მოჭიდავეები კი, ქართული ჩოხით არიან შემოსილნი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები