იტალია

 2018/15/10 01:38

იტალია
პაოლო მალდინი: მას ეყო გამბედაობა, მილანის თავკაცი გამხდარიყო
ავტორი
გოგა წურწუმია

საფეხბურთო კლუბ მილანის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, მედიასთან ჯენარო გატუზოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რინოს „როსონერის“ ხელმძღვანელობა ენდობა. 

– გატუზო კრინის ხასიათის კაცია. ის იზრდება, როგორც მწვრთნელი. მან ძალიან მოუმატა და მილანის მესვეურებიც ნდობას უცხადებენ. რინოს ეყო გამბედაობა, რომ დიდი ისტორიის მქონე კლუბის თავკაცი გამხდარიყო, – განაცხადა პაოლომ. 

შეგახსენებთ,  ლომბარდიულმა გრანდმა წლევანდელი სეზონი არც თუ სახარბიელოდ დაიწყო. გუნდი მერვე ტურის შემდეგ, სერია A-ში მე-10 ადგილზეა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები