სუპერლიგა

 2018/31/05 01:59

სუპერლიგა
პაატა გურასპაული: დიდი მადლობა ქუთაისს, ასეთი საკალათბურთო დღესასწაულისთვის
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში, დინამომ ქუთაისი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 

მატჩის შემდეგ გამართული შეხვედრა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა შეაფასა. მან ორივე გუნდს მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქუთაისს ასეთი შეხვედრისთვის:

– საკალათბურთო ზეიმი ქუთაისში – ამ ყველაფერს სხვა სახელს ვერ დაარქმევ. რასაკვირველია, ვულოცავ ჩემპიონს. ასევე  ქუთაისის გუნდს, ძალიან მაღალი ხარისხის თამაშს. ჩვენ, კალათბურთის გულშემატკივარი და კალათბურთში მოღვაწე თითოეული ადამიანი, ბედნიერები ვართ, რომ ასეთი დაძაბული და სანახაობრივი ფინალი გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ქუთაისელ მაყურებელს, რომელიც გულმხურვალედ გულშემატკივრობს საკუთარ გუნდს, მაგრამ ამავდროულად, არ ავიწყდება მოწინააღმდეგე, რომელსაც ღირსეულადვე აცილებს და ულოცავს. დიდი მადლობა ქუთაისს ასეთი საკალათბურთო დღესასწაულისთვის.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები