იტალია

 2018/15/10 04:17

იტალია
მილანური ამბები: ანდრე რაბიო ტიმო ბაკაიოკოს ცვლის?
ავტორი
გოგა წურწუმია

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი მილანი ზამთარში პსჟ-დან ადრიენ რაბიოს შეძენას შეეცდება. ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე მესამედ იუარა. 

ცნობისთვის, გეტყვით, რომ 23 წლის რაბიო ტურინის იუვენტუსსა და კატალონიის ბარსელონას სურთ. თავის მხრივ, „როსონერი“ იანვარში, დიდი ალბათობით, ტიმო ბაკაიოკოს გუნდიდან გაუშვებს და ჩამქრალ „ვარსკვლავს“ ჩელსის დაუბრუნებს. 

შეგახსენებთ, ტიმო ლომბარდიულ გრანდში ზაფხულში გადავიდა. მან ჯენარო გატუზოს იმედები ჯერ ვერ გაამართლა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები