ეროვნული ლიგა

 2018/04/09 19:20

ეროვნული ლიგა
მიხეილ მახვილაძე: ელიგიდან არის შემოთავაზება, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია
ავტორი
დევიდ ბეტი

ბოლო წლებში, ქართულ ფეხბურთში ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი გამოჩნდა და თამამად შეიძლება ითქვას, ახალგაზრდებმა ძველი თაობის სპეციალისტები „დაჩაგრეს“. 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონობას ახალი თაობის მწვრთნელები აღწევენ. 

ერთ-ერთი საინტერესო, დამწყები მწვრთნელია მიხეილ მახვილძე, ვინც, ჩვენი ინფორმაციით, ელიგის კლუბების იტერესის სფეროში მოექცა. Sport24 მახვილაძეს დაუკავშირდა და ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა:

 ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ეროვნული ლიგის კლუბი ჩაიბაროთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?

 არის საუბარი, მაგრამ კლუბის დასახელებისგან თავს შევიკავებ, გამომდინარე იქედან, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

– სამწვრთნელო კარიერა მარტვილის მერანში დაიწყეთ, სადაც ცოტა დაგაკლდათ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად. როგორ შეაფასებთ მერანში გატარებულ პერიოდს და თქვენი აზრით, რა დაგაკლდათ დასახული მიზნების განსახორციელებლად?

– მერანში მუშაობით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ბევრი რამ ვისწავლე და გავიზარდე, როგორც მწვრთნელი. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ამ შანსისათვის.

სამწუხაროდ, ეროვნულ ლიგაში გადასვლა ვერ მოვახერხეთ, რასაც ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ჩვენ ვერ შევძელით გუნდიდან წასული ლიდერების, გიორგაძისა და შულაიას სრულფასოვნად შეცვლა. იყო მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემაც, რამაც სეზონის მიწურულს, მოთამაშეთა გადაღლილობა გამოიწვია. ამას დაემატა უიღბლობა რამდენიმე შეხვედრაში და შედეგად, ვერ შესრულდა დასახული მიზანი.

ქართულ საკლუბო ფეხბურთთან შეხება გქონიათ როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის ამპლუაში. თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ჩემპიონატის მთავარი პრობლემა?

– პირველ ყოვლისა, ბავშვთა ფეხბურთი. არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს კლუბებისთვის მაღალი დონის კადრების მიწოდებას. გუნდში მოსული 17-18-19 წლის ფეხბურთელების „გადაკეთება“ კი, უკვე ძალიან რთულია.

ასევე, პრობლემაა კარგი ლეგიონერების ნაკლებობა. ჩვენ გვჭირდება ოვონოს, ზელიჩის დონის ლეგიონერები, რათა მათ გვერდით გავზარდოთ ლორია, კაშია... ვისურვებდი, მეტი ფინანსები ჰქონდეთ კლუბებს, რათა ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანა შეგვეძლოს.

 ბოლო პერიოდში ბევრი რეფორმა განხორციელდა: შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი, სახელმწიფო თანაბრად აფინანსებს ყველა კლუბს, შეიქმნა ელიგა, აქტიურად შუქდება ყველა მატჩი, დაიწყო სტადიონების რეაბილიტაცია... როგორ ფიქრობთ, სწორი გზით მივდივართ?

– მივესალმები ამ ცვლილებებს. გვახსოვს დრო, როდესაც კლუბები შუა სეზონში იშლებოდნენ და სეზონს მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებდნენ. რეფორმის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

– ევროტურნირები ქართული გუნდებისათვის უკვე დასრულდა. როგორ შეაფასებთ ჩვენი კლუბების ასპარეზობას?

– კარგია, რომ ტორპედო ფლეი-ოფამდე მივიდა. კახა ჩხეტიანმა, გუნდში მოსვლის შემდეგ, ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. ტრადიციულად, ღირსეულად გამოვიდა ჩიხურაც. მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოვაგროვეთ. დიდ წარმატებას კი, ჯერ ვერ მივაღწევთ. ამისათვის საფუძველი არ არის ჩაყრილი.

– სანაკრებო თემასაც შევეხოთ. 6 და 9 სექტემბერს ორი უმნიშვენლოვანესი მატჩი გვაქვს ყაზახეთთან და ლატვიასთან. როგორია თქვენი პროგნოზი, შეგვიძლია ერთა ლიგის მოგება?

– ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ფავორიტები მხოლოდ ქაღალდზე ვართ და 100%-ით ვეთანხმები. მართალია, გვყავს რამდენიმე ისეთი მოთამაშე, ვისი დონის ფეხბურთელიც ყაზახეთის ნაკრებში არ თამაშობს, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია. ურთულესი მატჩი გველის. ფრეც არ იქნება ურიგო შედეგი.

მინდა, წარმატება ვუსურვო ნაკრებს. ძალიან მინდა, ერთა ლიგა მოვიგოთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები