ესპანეთი

 2018/06/12 21:30

ესპანეთი
მიდის კი არა, კაპიტანია!
ავტორი
გოგა წურწუმია

მადრიდის რეალმა ესპანეთის თასის 1/16 ფინალში მელილია მიიღო და მეტოქე გაანადგურა (6:1). აღსანიშნავია, რომ პრესტიჟის გოლის გატანა მეტოქე გუნდმა მატჩის მიწურულს მოახერხა (თერთმეტმეტრიანით). 

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ისკოს გამოჩენა, რომელიც კაპიტნის სამკლავურით გამოეცხადა გულშემატკივრებს. 

ესპანური მედია წერდა, რომ 26 წლის ნახევარმცველი „სამეფო კლუბს“ ტოვებდა. ისკოს მთავარ პრობლემად კი, სანტიაგო სოლარის ასახელებდნენ, რომელიც მას სათამაშო დროს არ აძლევდა.

როგორც ჩანს, არგენტინელი დამრიგებელი ისკოს შანსს აძლევს ფორმაში შესასვლელად. მან დაკისრებულ ვალდებულებას კარგად გაართვა თავი და 2 გოლიც გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები