ესპანეთი

 2018/06/12 18:11

ესპანეთი
მალკომს ტრავმის გამო უქმობა მოუწევს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მალკომმა ლეონესასთან შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც, უქმობა 10-15 დღე მოუწევს. ეს ინფორმაცია ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა.

ეს შეხვედრა კატალონიელებმა 4:1 იმარჯვეს და კოპა დელ რეის 1/8 ფინალში გავიდნენ. მალკომმა თავი 43-ე წუთზე გამოიჩინა, რითაც ბარსელონა 3:0 დააწინაურა.

როდესაც ბრაზილიელმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა, ერნესტო ვალვერდეს სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა. შესაბამისად, კატალონიელები უკანასკნელ წუთებში კაცნაკლულნი იყვნენ. 

21 წლის ფეხბურთელს შემდეგ ტურში დერბის გამოტოვება მოუწევს. ასევე, ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში იქნება ტოტენჰემის წინააღმდეგ.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები