ესპანეთი

 2018/10/10 17:53

ესპანეთი
მადრიდის რეალი – ევროპაში ყველაზე სტაბილური გუნდი
ავტორი
სულხან არჯევანიძე

CIES Football Observatory-მ აღმოაჩინა, რომ მადრიდის რეალი ევროპაში ყველაზე სტაბილური გუნდია.

მიმდინარე სეზონში, გუნდის მოთამაშეები, ძირითად გუნდში, საშუალოდ, 5.84 წელი არიან, რაც საუკეთესო 5 ჩემპიონატს შორის, ყველაზე მეტია.

მხოლოდ სამი გუნდია, რომელთაც ძირითადი ბირთვი 5 წელზე მეტია ჰყავთ – ბარსელონა (5.36), ბაიერნი (5.26).

რიგ შემთხვევაში, სწორედ ეს მონაცემი განაპირობებს თითოეული გუნდის წარმატებას – სტაბილურობა და შეთამაშებულობა.

ინგლისში ტოტენჰემი უგო ლორისის, იან ვერტონგენისა და დენი როუზის წყალობით ლიდერობს – 3.89. მას მანჩესტერი (3.72) და ბორნმუთი (3.37) მოჰყვებიან.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები