სხვადასხვა

 2018/16/05 01:50

სხვადასხვა
ლეი ჰალფპენი პრო 14-ის ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სკარლეტსისა და უელსის ნაკრების ფულბეკი, ლეი ჰალფპენი, პრო 14-ის ნახევარფინალურ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. უელსელმა ტრავმა 5 მაისს  გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც  მისმა გუნდმა 43-8 მოიგო და პრო 14-ის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში უელსელს ჯონ მაკნიქოლი შეცვლის, რომელსაც,  ტრავმისავე გამო, თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

პრო 14-ის ნახევარფინალური შეხვედრა პარასკევს, 18 მაისს გაიმართება. მასში სკარლეტსი გლაზგო უარიორსს შეხვდება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები