ლეგიონერები

 2018/09/11 02:10

ლეგიონერები
ლეგიონერების წარუმატებელი გამოსვლა ჭანტურიშვილის გოლმა გადაფარა [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს ევროპის ლიგის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველი ფეხბურთელების გუნდებმაც მიიღეს. სამწუხაროდ უმრავლესობა მათგანმა წააგო, მაგრამ დასამახსოვრებელი ჭანტურიშვილის გოლია.

დინამო ზაგრებმა სპარტაკ ტრნავას უმასპინძლა. ვახტანგ ჭანტურიშვილი და დავით სხირტლაძე სასტარტოში იყვნენ. ხორვატებმა დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც 2:0 მოიგეს. 63-ე წუთზე კი, დავით სხირტლაძის პასის შედეგად, ჭანტურიშვილი საჯარიმოში შევიდა, მეტოქე ფეხბურთელების ჩამოშორების შედეგად, მეკარეს აუღებელი დაურტყა. ამ გოლმა სტუმრებს ვერ უშველა და დინამო ზაგრებმა 3:1 იმარჯვა. სპარტაკი 3 ქულით მესამე ადგილზეა.

ანდრო გიორგაძისა და ალექსანდრე კობახიძის ვორსკლამ უშუალო კონკურენტ ყარაბაღთან 0:1 წააგო. გიორგაძე სათადარიგოზე იყო, ხოლო კობახიძე ტრავმის გამო განაცხადს მიღმა დარჩა. უკრაინელებს 3 ქულა აქვთ და მესამე პოზიცია უკავიათ.

გიორგაძის მსგავსად არც ლევან ყენიას უთამაშია. ჩვენებურის დუდელანჟი ოლიმპიაკოსთან 1:5 განადგურდა. იმის მიუხედავად, რომ ლუქსემბურგელთა თავკაცს ერთი ცვლილება მარაგში ჰქონდა, ყენია მოედანზე არ გამოუყვანია. დუდელანჟი უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.

დარჩენილი ორი ქართველის რუსულმა კლუბებმა ჩვენი ფეხბურთელების გარეშე იმარჯვეს. ჯანო ანანიძის სპარტაკმა რეინჯერსი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და ჯგუფში ვითარება არია. მათ და შოტლანდიელებს თანაბარი 5-5 ქულა აქვთ, ხოლო ლიდერ ვილიარეალს ერთით ჩამორჩებიან.

თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარმა მორიგი, მესამე შეხვედრა მოიგო. მათ ლეჟის სტანდარდი 2:1 დაამარცხეს. რუსული კლუბი 9 ქულით პირველ-მეორე ადგილს სევილიასთან ერთად იყოფს. შემდეგ ტურში ახისართან გამარჯვების შემთხვევაში კი, ფლეი-ოფში გავლენ.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები