ლეგიონერები

 2018/03/11 22:06

ლეგიონერები
კვერკველიას 90 წუთი და გამარჯვება რუსეთში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რუსეთის პრემიერ ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა მოსკოვის ლოკომოტივმა ტულას არსენალს უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. მოსკოველთაგან გოლები ანტონ მირანჩუკმა (2) და ბენედიქტ ჰიოვედესმა გაიტანეს.  ლოკომოტივის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ. 

ამ გამარჯვებით, ლოკომოტივს 24 ქულა დაუგროვდა 13 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები