ნაკრებები

 2018/12/10 00:37

ნაკრებები
კრიშტიანუ რონალდუს გარეშე, პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეორე თამაშიც მოიგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

პოლონეთი - პორტუგალია 2:3 

ჩორზოვი. სტადიონი სლაცკი

1:0 პიატეკი (18) 1:1 ანდრე სილვა (31) 1:2 გლიკი (43 ს.კ) 1:3 ბერნარდო სილვა (52) 2:3 ბლაშიკოვსი (76) 

პოლონეთი: ფაბიანსკი, ბერეზინსკი (46. კეძიორა), გლიკი, ბედნარეკი, იედრეჟჩიკი, ზიელინსკი, კრიხოვიაკი, კლიხი (63. ბლაშიკოვსკი), კურზავა (64. გროსიცკი), ლევანდოვსკი, პიატეკი. 

პორტუგალია: პატრისიუ, რუი, დიასი, პეპე, კანსელო, პიცი (რენატო სანჩესი), კარვალიო, ნევესი, ბერნარდო სილვა (90. ბრუნო ფერნანდესი), რაფაელ სილვა (85. პერეირა), ანდრე სილვა. 

გაფრთხილება: ანდრე სილვა (37) კლიხი (48) კრიხოვიაკი (62) კარვალიუ (67) პეპე (74) 

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მორიგ შეხვედრაში, პოლონეთის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე ევროპის ჩემპიონებთან, პრაქტიკულად უშანსოდ, 2:3 დამარცხდა.  ეს მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პოლონელთა ნაკრების მაისურით, თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა რობერტ ლევანდოვსკიმ. 

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და ორივე კართან შეიქმნა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები. საწყის წუთებში პოლონელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ  და ანგარიშის გახსნაც მალევე მოახერხეს.  რაფაელ კურზავას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, რუი პატრისიუ გამოსვლაზე შეცდა, კრიშტოფ პიატეკმა შორეული ძელი კარგად ჩაკეტა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. 

გაშვებული გოლის შემდეგ, ფერნანდო სანტოსის გუნდმა საგრძნობლად მოუმატა და ჟერზი ბრეზჩეკის გუნდს უკანა ხაზში სერიოზული პრობლემები გამოუჩნდა. განსაკუთრებით, პორტუგალიელთა შეტევის მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა, სადაც  ჟოაო კანსელომ  გააწამა მცველები. პორტუგალიის შეტევები საკმაოდ მწვავე იყო, აშკარად ჩანდა, პოლონელთა კარში გოლი მწიფდებოდა და გავიდა კიდეც.  ძალიან ლამაზი კომბინაცია, რომლის დროსაც პოლონელი მცველები ანდრე სილვას ხელოვნურ თამაშგარეში დატოვებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ და პიცის პასით, პორტუგალიელთა ცენტრ ფორვარდს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია. პოლონეთმა ვერც ამის შემდეგ მოახერხა რაიმეს შექმნა და მთელი დარჩენილი დრო, ფაქტობრივად, „ერთი მსახიობის თეატრი“ ვიხილეთ. ტაიმის მიწურულს, რუბენ ნევეშის გრძელი პასით, რაფა სილვა მეკარესთან პირისპირ დარჩა, ფაბიანსკიც მოატყუა და მხოლოდ ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა სჭირდებოდა, მაგრამ გლიკმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. შეხვედრის 52-ე წუთზე ბერნარდო სილვა დასარტყამ პოზიციაზე მარტივად გავიდა და შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა ლუკაშ ფაბიანსკის. 

პოლონელთა ძალიან უსახური თამაშის მიუხედავად, პოლონელებმა მაინც მოახერხეს გატანა. კამილ გროსიცკის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, პეპე უხეშად შეცდა და იაკობ ბლაშიკოვსკიმ უძლიერესი დარტყმით გახვრიტა რუი პატრისიუს კარი. ამ ეპიზოდში აშკარად ჩანდა, რომ გროსიცკის ბურთი მოედანს მიღმა გაექცა, მაგრამ შეხვედრის გვერდითმა არბიტრმა ეს ვერ დააფიქსირა.  

საბოლოოდ, 3:2   ფერნანდუ სანტუშის გუნდის სასარგებლოდ და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოასპარეზე პორტუგალილებმა ჯგუფის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 

ერთა ლიგაზე დღეს გამართულ შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:

ისრაელი - შოტლანდია 2:1

ლიეტუვა - რუმინეთი 1:1

მონტენეგრო - სერბეთი 0:2

ფარერები - აზერბაიჯანი 0:2

კოსოვო - მალტა 3:1 

 

 

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები