სხვადასხვა

 2018/27/05 20:26

სხვადასხვა
კრის ეშტონის ჰეთ-თრიქი ინგლისის წინააღმდეგ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს, მსოფლიო რაგბის მექამ „თვიქნემმა“ ინგლისის ნაკრებისა და ბარბაროსების დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. ბარბაროსებმა ინგლისელთა ჩათვლის მოედანი 9-ჯერ აიღეს და მეტოქე 63-45 დაამარცხეს.

მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო,  ბარბაროსების ფულბეკი, კრის ეშტონი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც, დღევანდელ შეხვედრაში, სამი ლელოა.

ეშტონის გარდა, ბარბაროსთა რიგებში გატანილი ლელოებით თავი ვიქტორ ვიტომ (2), ფინ რასელმა, სემი რადრადამ,  სიტალეკი ტიმანიმ და გრეიგ ლეიდლოუმ გამოიჩინეს.

ედი ჯოუნსის გუნდში კი ლელოები ელიო დეილიმ, პიერ ფრენსისმა (2), ზაკ მერსერმა, ჯო ლანჩბრიმ და ჯონი მეიმ დადეს.

საბოლოოდ, 63-45 ბარბაროსების სასარგებლოდ და ინგლისის ნაკრებმა, ზედიზედ, მეოთხე შეხვედრა წააგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები