ევროტურნირები

 2018/28/11 02:07

ევროტურნირები
ხოჭოლავას 90 წუთი და შახტარის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გერმანიაში გამართული შეხვდრა, რომელშიც დავით ხოჭოლავას დონეცკის შახტარი ჰოფენჰაიმს ეწვია და საკმაოდ მოულოდნელად, 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ამ გამარჯვებით, უკრაინელებს 5 ტურის შემდეგ, ხუთი ქულა დაუგროვდათ და  ფლეი-ოფში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებენ. ბოლო ტურში შახტარი, საკუთარ მოედანზე, ლიონს მიიღებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები