სუპერლიგა

 2018/31/05 01:49

სუპერლიგა
ირაკლი ხოშტარია: ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან რთულია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილისა და მარკო მინიჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი მოიგეს და სუპერლიგის შარშან მოგებული ჩემპიონობა შეინარჩუნეს.

დინამომ სეზონი წარმატებით განვლო. იმის მიუხედავად, რომ რეგულარულში მესამე პოზიცია დაიკავა, ფინალში ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე გავიდა. მეოთხედფინალში ოლიმპი 2:0 დაამარცხა. ნახევარფინალში კი მგზავრებს სძლია – 3:1.

გუნდმა ფინალული ეტაპის მეორე შეხვედრაში იმარჯვა და მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. მათ მესამე შეხვედრაც წარმატებით დაასრულეს და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მაგრამ ტიტულის შესანარჩუნებლად, გრძელი გზის გავლა დასჭირდათ. საბოლოოდ, მეხუთე შეხვედრაც მოიგეს და ჩემპიონობაც იზეიმეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ, მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. მან ხაზი მეტოქის სიძლიერეს გაუსვა და საკუთარ გუნდს მადლობა გადაუხადა:

– პირველ რიგში, ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ვინც კალათბურთს უყურებს, დამეთანხმება, რომ ქუთაისში თამაში არ არის მარტივი. ვამაყობ, ჩემი მოთამაშეებით. დიდი მადლობა ჩემს ასისტენტებს, რომლებმაც სეზონის სტარტზე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები