ეროვნული ნაკრები

 2018/15/10 02:07

ეროვნული ნაკრები
გიორგი ქვილითაიას დაბრუნების თარიღი ცნობილია
ავტორი
გოგა წურწუმია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ, რომელიც ტრავმირებულია, განაცხადა, რომ აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 

მან აღნიშნა, რომ ნოემბერში ვარჯიშს დაიწყებს, ხოლო დეკემბერში სათამაშოდ მზად იქნება. გენტის შემტევი ამბობს, რომ ეროვნულ ნაკრებს თავდასხმაში უჭირს და ლევან მჭედლიძის მალე მომჯობინების იმედი აქვს. 

შეგახსენებთ, გიორგი ერთა ლიგის მე-2 ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვარჯიშზე დაშავდა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ქვილითაიას გარეშე ლატვიას 1:0 სძლიეს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები