სუმო

 2018/25/11 12:35

სუმო
გიოჯის და მსაჯების ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები და ტოჩინოშინის მარცხი კიუშუ ბაშოს დასკვნით დღეს [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კიუშუ ბაშოს დასკვნით დღეს ქართველი ოძეკი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა შოჰოზანთან დამარცხდა. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად სამი ბრძოლის ჩატარება გახდა საჭირო და გიოჯის ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები ვიხილეთ. საბოლოოდ, შოჰოზანმა უვატენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე. 

მოკლედ, ქართველმა გოლიათმა კიუშუ ბაშო მინიმალური  კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსი) 8:7- ზე დაასრულა.  აღნიშვნის ღირსია, რომ ტოჩინოშინმა 2018 წელს მოქმედ რიკიშებს შორის ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირა. მან წელს 59 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები