ფუტსალი

 2018/21/03 08:41

ფუტსალი
ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს
ავტორი
დევიდ ბეტი

4-5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

გეტყვით რომ, ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და „დ“ ჯგუფში ალბანეთის, ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდა. გამართული სამი შეხვედრიდან ინგლისელებმა 2 მოიგეს, თუმცა ლიდერ ალბანეთს 3 ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები