ლეგიონერები

 2018/02/12 17:15

ლეგიონერები
ფაჩულიას პისტონსმა სტეფ კარის დაბრუნება ჩაუმწარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სტეფ კარის არყოფნაში, უორიორსის არადამაჯერებელი თამაში სწორედ ამ ფაქტს ბრალდებოდა. ამერიკელი სნაიპერი დაბრუნა, თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდი მაინც დამარცხდა – NBA-ს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად პოსტონსთან დამარცხდა.

სტუმრები უკანასკნელად მეორე მეოთხედის დასაწყისში ლიდეობდნენ. ამის შემდეგ, დეტროიტი უპირატესობას დაეუფლა და გამარჯვებაც მოიპოვა – 111:102.

ზაზა ფაჩულიას ცოტა დრო დაეთმო. 12 წუთში ჩვენებურმა 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 2-დან 1 საშუალო გამოიყენა.

უორიორსის გამანადგურებელი სამეული შესანიშნავად გამოიყურებოდა: დურანტი 28 ქულა, კარი 27 ქულა, ტომპსონი 21 ქულა. მომდევნო ყველაზე შედეგიან მოთამაშეს კი, მხოლოდ 9 ქულა ჰქონდა. პისტონსმა სწორედ გუნდურობით იმარჯვა. მათ ბანაკში 10 და მეტი ქულა ექვსმა კალათბურთელმა მოაგროვა. საუკეთესო კი, 26 ქულით ბლეიკ გრიფინი გახლდათ.

პისტონსი მორიგ შეხვედრასაც საკუთარ კედლებში ჩაატარებს. მათი მეტოქე ოკლაჰომა სითი თანდერი იქნება. მატჩი 4 დეკემბერს, 04:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები