ესპანეთი

 2018/13/10 16:51

ესპანეთი
ერნესტო ვალვერდეს კრუიფი ჩაანაცვლებს?
ავტორი
გოგა წურწუმია

კატალონიის ბარსელონას კრიზისის შესახებ ბევრი ალაპარაკდა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებს ლა ლიგაში 4 ტურია გამარჯვება არ მოუპოვებიათ. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები აღნიშნული ფაქტის გამო უკმაყოფილოები არიან. 

ესპანური მედია იუწყება, რომ ვალვერდეს ასეთ შედეგს არავინ აპატიებს და სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წასვლა მოუწევს. Sport-ის ცნობით, ვალვერდეს შემცვლელად ბეტისის 60 წლის დამრიგებელი, კიკე სეტიენი მოიაზრება. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ, დიდი ალბათობით, „კამპ ნოუს“ ბინადრები ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილის, ჩინური ჩუნცინ ლიფანის დამრიგებელის, ჟორდი კრუიფი ვარიანტს განიხილავენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები