ეროვნული ლიგა

 2018/06/08 16:16

ეროვნული ლიგა
ერიკს სანტოსი: მათ არ შეეძლოთ ინგლისურად ლაპარაკი
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

გთავაზობთ mercadodofutebol.net.br-ს ინტერვიუს გორის დილას ახალწვეულთან, ერიკს სანტოსთან. 22 წლის ცენტრალური მცველი, შიდაქართლურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი, მარიუპოლის მეორე გუნდი იყო.

მოგეხსენებათ, ბრაზილია ფეხბურთელების გამორჩეული მომმარაგებელია, არა მხოლოდ ტოპლიგების გუნდებისთვის. ერთ-ერთი მათგანია, ერიკს სანტოსი. რიოში დაბადებულმა ფეხბურთელმა, საქართველოს უმაღლესი დივიზიონის გუნდს, გორის დილას მიაშურა.

– ინტერნასიონალიდან უკრაინში...

უკრაინაში ჩავედი და მარიუპოლთან, 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. თუმცა, კლუბში 6 თვე დავყავი. მათ არ შეეძლოთ ინგლისურად ლაპარაკი, მხოლოდ რუსულად. არ მყავდა თარჯიმანი, იქ ბრაზილიელი მხოლოდ მე ვიყავი. დავიწყე ინგლისურის შესწავლა, დავდიოდი რუსულის მასწავლებელთან. მქონდა შესაძლებლობა, თუმცა, კლუბის დატოვება გადავწყვიტე.

– ახალ გუნდში ბრაზილიელი ლეანდრო თამაშობს, რომელიც შენი თანაგუნდელი იყო ინტერნასიონალში. ის დაგეხმარა ქართულ კლუბში გადასვლაში?

დიახ, ის დამეხმარა. პირველი რამდენიმე კვირა რთული იყო. უკრაინაში ვსწავლობდი რუსულს და ინგლისურს, რამაც ხელი შეუწყო ჩემს ადაპტაციას კლუბში. ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს. ჩემი მიზანია, კარგად ვითამაშო. რა თქმა უნდა, მსურს, ევროტურნირებზე თამაში, თუმცა, მთავარი ფოკუსი მიმართული მაქვს, რომ კლუბმა ტიტულისთვის იბრძოლოს და რაც შეიძლება, მაღალ პოზიციაზე დაასრულოს ასპარეზობა.

ერიკს სანტოსის დებიუტი 6 აგვისტოს უნდა შემდგარიყო ქუთაისის ტორპედოსთან, თუმცა, შეხვედრა გადაიდო, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გამო, სადაც ტორპედო ალბანურ კუკეშს უმასპინძლებს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები