სხვადასხვა

 2018/15/10 02:01

სხვადასხვა
ჩხუბი, ლოთობა, ნარკოტიკები: რუსეთში ფეხბურთელებმა „აიშვეს“
ავტორი
გოგა წურწუმია

მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსნების, დენის პაკის და სერგეი გაისინის ცემისთვის, რუს ფეხბურთელებს ალეკსანდრ კოკორინსა და პაველ მამაევს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ამბიდან 2-3 დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრილია სოვეტოვის ფეხბურთელები, ევგენი ბაშკიროვი და გეორგი ტიგიევი დაიჭირეს. როგორც ირკვევა, ისინი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდნენ და გაჩერების შემდეგ, პოლიციას აგინებდნენ. არაოფიციალური ცნობით, ბაშკიროვს ნარკოტიკული ნივთიერება ამფეტამინიც ჰქონდა მიღებული.

სამართალდამცავების თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ევგენის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები