გერმანია

 2018/11/10 22:56

გერმანია
ბრანიმირ ჰრგოტამ მეტოქეს 8 ბურთი გაუტანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სანაკრებო პაუზის დროს, ევროპული კლუბები არ უქმობენ და ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავენ. 

ფრანკფურტის აინტრახტი ჰანაუს დაუპირისპირდა და 13:0 გაანადგურა.

„არწივებიდან“ 25 წლის ფეხბურთელი, ბრანიმირ ჰრგოტა გამოირჩა, ვინც მეტოქეს 8 გოლი გაუტანა. მან პირველ ტაიმში ერთი ბურთი იკმარა, მეორეში კი, 7 შეაგდო.

ბრანიმირს მხარი ნოელ კნოხემ, მარკ სტენდერამ, სებასტიენ ჰალერმა და ორჯერ ჯეტრო ვილემსმა აუბეს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები