ლეგიონერები

 2018/03/11 22:14

ლეგიონერები
ბითაძემ პარტიზანს ათივე ორქულიანი ჩაუგდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა, ადრეატიკის ლიგაზე პირველი შეხვედრა წააგო. მათი წარმატებული სხვლა პარტიზანმა შეწყვიტა. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და გამარჯვებაც მოიპოვეს – 81:74.

გოგამ მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენებურმა პარკეტზე 32'24 წუთი დაჰყო, რა დროშიც 28 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი, 4 ბლოკი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 10-ვე საშუალო გამოიყენა საჯარიმო ხაზიდან კი, 12-დან 8 ჩააგდო.

ბიმაქსის მხრიდან, გოგას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი 9 ქულა იყო. ასევე წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბითაძე გახდა, ვისაც მარგი ქმედების კოეფიციენტი 43 ჰქონდა.

მეგა ბიმაქსის მორიგი მეტოქე ზადარი იქნება. შეხვედრა 9 ნოემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები