ჩოგბურთი

 2018/05/11 15:12

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა სეზონი სარეკორდო პოზიციით დაასრულა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საჩოგბურთო სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დასრულდა. 2018 წელს ნიკამ მთელი მსოფლიო გააოცა და აალაპარაკა. წარმატებულ თამაშთან ერთად, ჩვენებური რეიტინგშიც წინ მიიწევდა და ყოველ კვირას სარეკორდო ნიშნულს აღწევდა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში მან ჰამბურგისა და შანხაის ტურნირები მოიგო. ამ უკანასკნელის ფინალში კი, ხუან-მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. ასევე ამერიკის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალს არაფერი დაუთმო და ერთი სეტიც წაართვა.

საბოლოოდ, ეს შესანიშნავი სეზონი ბასილაშვილისთვის მსოფლიო რეიტინგში 21-ე პოზიციით დაგვირგვინდა.

ნიკა ცოტას დაისვენებს და ახალ სეზონს ორმაგი მოტივაციით შეხვდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები