იტალია

 2018/06/12 17:45

იტალია
ალეგრი: იანგ ბოისის დამარცხება ინტერზე მნიშვნელოვანია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მასიმილიანო ალეგრისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სერია ა-ში ინტერის დამარცხება.

მან იცის, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ინტერი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, თუმცა, იტალიურ დერბიზე მნიშვნელოვანი იანგ ბოისთან დაპირისპირებაა.

სერია ა-ში 14 ტურის  შემდეგ, იუვენტუსი ინტერს 11 ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურის წინ, მათსა და იუნაიტედს შორის სხვაობა ორი ქულაა.

ხვალ იტალიური დერბია. ცხრილში ვითარების მიუხედავად, მაინც შესანიშნავი შეხვედრა იქნება.

ეს ტექნიკური და მენტალური ტესტი იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მუდამ ვითარდება. მათთან ერთად, ნაპოლი ჩვენი მთავარი კონკურენტია.

ამჟამად, ნაპოლისთან ერთად ანტი-იუვეა. არ ვფიქრობ, რომ სხვები მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ეს ანჩელოტის მრავალჯერ უთქვამს, მაგრამ ჩვენთვის, მომავალი კვირის შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაზე, უფრო მნიშვნელოვანია, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ხვალინდელი მატჩი კი, უბრალო შეხვედრაა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები