ძიუდო

 2018/27/03 00:00

ძიუდო
"სალიცენზიო ტურნირებს მოუთმენლად ველოდები"
ავტორი
ნინო ახობაძე

თბილისის გრან-პრისთვის განსაკუთრებით ემზადება ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ქართველი ქომაგების მიმართ დიდ  პასუხისმგებლობას გრძნობს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიარა და ფორმაშია. სპორტსმენს, რა თქმა უნდა, ჩემპიონობის იმედი აქვს.

მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარე. კარგ ფორმაშიც ვარ. ცხადია, თბილისში ოქროს მედლისთვის ვიჭიდავებ. ამას ჩვენი ქომაგებიც იმსახურებენ. თუმცა, რომელი სინჯის მედალს დავეუფლები, ამას თავად ტურნირი გვიჩვენებს. ესეც ერთგვარი მოთელვაა იმ დიდი ტურნირების ფონზე, რასაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ქვია. მინდა, ამ ორ დიდ ტურნირს პიკში შევხვდე. მათი მოგება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, უკვე სალიცენზიო ტურნირები იწყება და მოუთმენლად ველ, რათა უკეთეს ფორმაში შევხვდე

შავდათუაშვილი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, სხვა ლიდერების არყოფნაში მასზე კიდევ უფრო მეტია დამოკიდებული. ტრავმირებულები არიან ვარლამ ლიპარტელიანი (100), ავთანდილ ჭრიკიშილი (90), ბექა ღვინიაშილი (90) და უშანგი მარგიანი (90). 

ნაკრებს რამდენიმე ლიდერი აკლია, მაგრამ მჯერა, რომ საკუთარი ქომაგების წინაშე კარგად წარვდგებით და რამდენიმე მაღალი სინჯის მედალსაც მოვიპოვებთ, − აღნიშნა შავდათუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები