ჩასქროლე

და აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

25 March 2015


ტრადიციულ ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2015 წლის 30 მაისს ატარებს ტრადიციულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. იმუშავებს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ენათმეცნიერების, ქართული და უცხოური ენების სექციები. მონაწილეობის ღირებულება-50 ლარი (რეგისტრაცია, მოხსენების გამოქვეყნება და ლანჩი). 2014 წლის კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ  გამოქვეყნებულ მოხსენებათა კრებულს.

კონფერენციას ექნება სტუდენტური სექცია. მონაწილეობა შეუძლიათ  მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებს. ღირებულება სტუდენტებისთვის- 30 ლარი (რეგისტრაცია და მოხსენების გამოქვეყნება). საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაწესებულია შეღავათი .

განაცხადები მიიღება 10 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.

 

განაცხადს უნდა ახლდეს:

 

მომხსენებლის გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია;

მოხსენების სახელწოდება და მოკლე შინაარსი (დაახლოებით 300 სიტყვა ქართულ და ინგლისურ  ან ქართულ და შესაბამის უცხოურ ენებზე,  შრიფტი Sylfaen , 11, დაშორება 1/5);

მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ  უზრუნველყოფასთან დაკავშირებით(პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ.);

საკონტაქტო ინფორმაცია(ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი);

გთხოვთ, საკონტაქტო ინფორმაციაში მიუთითოთ მხოლოდ აქტიური ელექტრონული ფოსტა.      

ენების სექციაში მოხსენებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც

 

ქართულ, ასევე ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენებზე. ღირებულება-50 ლარი ა.წ 17 მაისამდე უნდა გადმოირიცხოს ანგარიშის ნომერზე 22036069 ბაზის ბანკის კოდი 220101956. (თანხის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში)

მხოლოდ მონაწილეობის (მოხსენების გამოქვეყნების გარეშე) მსურველები იხდიან 20 ლარს.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

 599 934 630, 599 230 673 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით.

განაცხადუს და მასალის გადმოსაგზავნად გამოიყენეთ ჩვენი კონფერენციების ოფიციალური მისამართი E-mail:conference@ug.edu.ge

(CC-ში ასევე მიუთითეთ ქვემოთ დასახელებული ელექტრონული მისამართები)

Et.gudushauri@ug.edu.ge

tsereteli_manana@yahoo.com

 

 

 

 

 

 

BACK
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
ჩემი UG

კონტაქტი
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia
Tel.: +995 32 2 55 22 22; Short number: *5522
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
ჩემი UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი