ჩასქროლე

და აღმოაჩინე მეტი

 

announcement

19 March 2015


საქართველოს უნივერსიტეტი, მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, ლიტერატურულ პრემიას აწესებს!

 

საქართველოს უნივერსიტეტი, 20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს.

გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია „ფოლიო“. (ლაურეატის სერთიფიკატი და ფულად ჯილდო).

კონკურსის მონაწილეებქართულ ენაზე ნებისმიერი ჟანრის ( დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ)  მოკლე მოთხრობას დაწერენ. (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში,1 – 3 გვერდი.)

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

პრემია გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრის ავტორსკონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათსტუდენტებს ან სკოლის მოსწავლეებს. ( მე-11/მე-12 კლასი).

 

კონკურსის პირობებ:

 

1) ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი ქართული ფონტით ( SYLFAEN)

2) 12 - იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს. ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.

3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის და უნივერსიტეტის დასახელება. ელექტრონული ფოსტა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

) ორიგინალურობა

) შემოქმედებითობა

გ) ლაკონურობა

 

ნამუშევარი მიიღება 2015 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ugfolio@ug.edu.ge

გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 24 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში.

 

შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!

BACK
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
ჩემი UG

კონტაქტი
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia
Tel.: +995 32 2 55 22 22; Short number: *5522
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
ჩემი UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ:2 55 22 22;
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი