ჩასქროლე

და აღმოაჩინე მეტი

ჩვენ შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ

 

საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია. დღეის მონაცემებით, უნივერსიტეტში  6000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამივე საგანმანათლებლო საფეხურის  (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) აკრედიტირებული პროგრამები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული დასაქმების რეალური პერსპექტივით არის უზრუნველყოფილი.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი  მაღალკვალიფიციურ, კრეატიულ და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.

საქართველოს უნივერსიტეტის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოთხოვნადია თანამედროვე შრომით ბაზარზე, რასაც დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს.







ჩვენი სოციალური ქსელი
ჩემი UG

კონტაქტი
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia
Tel.: +995 32 2 55 22 22; Short number: *5522
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
ჩემი UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ:2 55 22 22;
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი